დღეს საქარველოს მორაგბეთა ნაკრები "შემოდგომის ერთა თასის" ბოლო შეხვედრას გამართავს
დღეს საქარველოს მორაგბეთა ნაკრები "შემოდგომის ერთა თასის" ბოლო შეხვედრას გამართავს

A+ A-

11:06 05/12/2020

დღეს საქარველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „შემოდგომის ერთა თასის“ ბოლო შეხვედრას გამართავს. ბორჯღალოსნები ფიჯის ნაკრებს მეშვიდე ადგილისთვის მატჩში შეხვდებიან.

2012 წლიდან დღემდე საქართველოსა და ფიჯის ოთხჯერ უთამაშიათ ერთმანეთთან და ბორჯღალოსნებმა მხოლოდ ერთხელ მოიგეს. პირველი მატჩი თბილისში გაიმართა და სტუმრებმა 24:19 მოიგეს. რევანში ოთხი წლის შემდეგ, სუვაში შედგა, სადაც საქართველომ 14:3 იმარჯვა. 2018 წელს ფიჯელებმა სუვაში 37:15 იმარჯვეს, 2019 წლის მსოფლიო თასზე კი, 45:10 მოიგეს.

აღსანიშნავია, რომ ფიჯელები „შემოდგომის ერთა თასზე“ პირველ მატჩს გამართავენ, მათ „ბ“ ჯგუფში საფრანგეთის, იტალიის და შოტლანდიის წინააღმდეგ უნდა ეთამაშათ, მაგრამ პირველ მატჩამდე გუნდში კოვიდ-ინფექციის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა და დროთა განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 29-ს მიაღწია.

ტურნირის ორგანიზატორებმა კუნძულელებს ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში 0:28 წაგება ჩაუთვალეს.
საქართველო-ფიჯი მატჩი ედინბურგში „მარიფილდზე“ თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.