საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5450 ადამიანს დაუდასტურდა, 2306 კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5450 ადამიანს დაუდასტურდა, 2306 კი გამოჯანმრთელდა

A+ A-

10:59 05/12/2020

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5450 ადამიანს დაუდასტურდა, 2306 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 158 154 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 129 210-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1462 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 1325 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6671 პაციენტია. ​კოვიდ-სასტუმროში 4067 ადამიანი იმყოფება.