ზურაბ ჟვანიას დედა გარდაიცვალა
ზურაბ ჟვანიას დედა გარდაიცვალა

A+ A-

20:49 04/12/2020

 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარისა და ექსპრემიერის, ზურაბ ჟვანიას დედა გარდაიცვალა.

ზურაბ ჟვანის მეუღლე ნინო ჟვანია ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ზურაბ ჟვანია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ − 1995 და 1999 წელს აირჩიეს. ზურაბ ჟვანიას თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პარლამენტმა პოსტსაბჭოურ სივრცეში პირველმა შექმნა სრულიად ახალი საკანონმდებლო სისტემა, დაფუძნებული დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს ინტეგრაციას საერთაშორისო საზოგადოებაში.

აღმასრულებელ ხელისუფლებაში გამეფებული კორუფციისა და სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ განხორციელებული თავდასხმების გამო 2001 წლის ოქტომბერში გადადგა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან. 2002 წლის ივლისში ზურაბ ჟვანიამ თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა პარტია „გაერთიანებული დემოკრატები“.

2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ (ვარდების რევოლუცია), პარლამენტის მიერ დამტკიცდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ხოლო 2004 წლის 17 თებერვალს პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

ის 2005 წლის 3 თებერვალს გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. ოფიციალური ცნობით: დაღუპვის მიზეზი გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი ნახშირჟანგის აირი გახდა.