კომპანია "ბელუქსი" კობა დავითაშვილის 5 შვილს 5 წლის განმავლობაში დაეხმარება
კომპანია "ბელუქსი" კობა დავითაშვილის 5 შვილს 5 წლის განმავლობაში დაეხმარება

A+ A-

19:01 04/12/2020

კომპანია "ბელუქსის" გადაწყვეტილებით, კობა დავითაშვილის ოჯახს 5 წლის განმავლობაში, ყოველთვიურად გადაეცემა 500 ლარი.

როგორც ავეჯის კომპანია სოციალურ ქსელში წერს, ისინი მოუწოდებე სხვა კომპანიებსაც, რომ ამ აქციაში ჩაერთონ და გარდაცვლილი პოლიტიკოსის ოჯახს დაეხმარონ.

ცნობისთვის, 2 დეკემბერს, 49 წლის ასაკში პოლიტიკოსი და პარლამენტის ყოფილი წევრი კობა დავითაშვილი გარდაიცვალა. მას მეუღლე და 5 შვილი დარჩა.