ხატია დეკანოიძეს შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღუძრან - ხატია დეკანოიძე
ხატია დეკანოიძეს შეიძლება სისხლის სამართლის საქმე აღუძრან - ხატია დეკანოიძე

A+ A-

19:04 04/12/2020

„ხატიას დასაჭერთა სიის“ გამო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის წინააღმდეგ, შესაძლოა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას. ამის შესახებ დეკანოიძემ „2020NEWS“-თან ექსკლუზიურად განაცხადა.

მისივე თქმით, არასერიოზული „ქართული ოცნება“ ყველაფერზეა წამსვლელი, ამის მაგალითი კი „ხატია დეკანოიძის დასაჭერთა სიის“ გამოგონებაა.

„ზოგადად ძალიან სასაცილოა ყოველივე ეს და ამაზე არ მესმის, სერიოზული კომენტარი როგორ უნდა გავაკეთო, თუმცა ჩემი თქვენდამი დამოკიდებულების გამო, გეტყვით, რომ ხელისუფლებისგან არაფერს გამოვრიცხავ, შესაძლოა, ჩემზე სისხლის სამართლის საქმე აღძრან, ან რამე სხვა ცალკეული ქმედება განახორციელონ.

არასერიოზული „ქართული ოცნება“ ყველაფერზეა წამსვლელი ამის მაგალითი კი „ხატია დეკანოიძის დასაჭერთა სიის“ გამოგონებაა.

მსგავსი სქემები ყველას კარგად გვახსოვს, ვიცით „ქართული ოცნების“ „მუშაობის“ პრინციპი, ამიტომაც პირადად ჩემთვის ნაცნობი სცენარია“, - განაცხადა დეკანოიძემ სააგენტოსთან საუბრისას.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ „ხატიას დასაჭერთა სიის“ თემა სპეციალურად, პროპაგანდისთვის შემოაგდო და სწორედ ამ თემით ცდილობენ რაღაცეების გადაფარვას.

„ქართულმა ოცნებამ“ „ხატიას დასაჭერთა სიის“ თემა სპეციალურად, პროპაგანდისთვის შემოაგდო და სწორედ ამ თემით ცდილობენ რაღაცეების გადაფარვას. ორი ადამიანი დაჭერილია უსამართლოდ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ისინი გავათავისუფლოთ. ისეთი არასერიოზულია ეს ყველაფერი, დარწმუნებული ვარ, რომ თავად „ქართული ოცნების“ ამომრჩეველსაც არ ჯერა ამ სისულელის“, - ამბობს დეკანოიძე.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე 9 ნოემბერს ორი პირი აკაკი ხუსკივაძე და აკაკო კობალაძე დააკავა. დაკავებულებს აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა  აქვთ შეფარდებული.

პროკურატურამ მათი სატელეფონო  მიმოწერა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ისნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე  „ნაცმოძრაობის“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატის, ხატია დეკანოიძის შედგენილ დასაჭერთა სიაში იყო.

ხატია მამულია