ჯერ შერისხა, შემდეგ მიატოვა - ზურა ჯაფარიძემ "გირჩის" ოფისში შეხვედრა გადადო
ჯერ შერისხა, შემდეგ მიატოვა - ზურა ჯაფარიძემ "გირჩის" ოფისში შეხვედრა გადადო

A+ A-

18:42 04/12/2020

მთელი დღის ლოდინის შემდეგ, ზურაბ ჯაფარიძემ თანაპარტიელებთან მოლაპარაკება გადადო. ამის შესახებ “2020NEWS” -ს “გირჩის” პრესსამსახურში განუცხადეს.

მიუხედავად იმისა, რომ დილიდან იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი და ალექსანდრე რაქვიაშვილი „გირჩის“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს სათათბიროდ ელოდებოდნენ, ის პარტიაში არ მივიდა.

რა ბედი ელის პარტიას და ვინ დატოვებს გირჩის რიგებს კვლავ უცნობია.

ამასობაში კი, ჯაფარიძის ერთ-ერთი „შერისხული“ იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს, რომ ვიდრე ჯაფარიძეს არ დაელაპარაკება, მანამდე მედიასთან ურთიერთობას წყვეტს.

„მეგობრებო, მედიასთან ურთიერთობას ჯაფარას ამბავზე ვწყვიტავ, სანამ ზურას არ დაველაპარაკები და არ წარმოვიდგენ შეაძლო გაგრძელებებს. მადლობა ყურადღებისათვის და ბოდიში, რომ ასე მოხდა. გთხოვთ, ნუ შემაწუხებთ, არაა ჩემთვის მარტივი ამ თემაზე საუბარი, თან მგონი, სათქმელი ვთქვი, რაც შემეძლო. მაპატიეთ, თუ რამე იყო დაგეგმილი ჩემი მონაწილეობით, რომელიმე ეთერში“, - წერს ხვიჩია.

შეგახსენებთ, ზურაბ ჯაფარიძემ პირველი კომენტარი თავისივე აგორებული სკანდალის შემდეგ სულ ცოტა ხნის წინ გააკეთა და განაცხადა, რომ ის კვლავ გირჩის ლიდერია და პარტიიდან წასვლას არ აპირებს. თუმცა, ვერც იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილსა და ალექსანდრე რექვიაშვილთან ერთად გააგრძელებს "გირჩის" საქმეების კეთებას.

თავის მხრივ, ჯაფარიძის შერისხულმა „სამეულმა“ განაცხადა, რომ ისინი პარტიიდან წასვლას არ აპირებენ და ზურაბ ჯაფარიძე მათ ვერ გააგდებს.