ულვაშებიანმა ვაშაძემ ვერ დაშალა ოპოზიციური ერთობა და ამას ვერც "გირჩი" მოახერხებს  - საყვარელიძე
ულვაშებიანმა ვაშაძემ ვერ დაშალა ოპოზიციური ერთობა და ამას ვერც "გირჩი" მოახერხებს  - საყვარელიძე

A+ A-

18:25 04/12/2020

ულვაშებიანი გრიგოლ ვაშაძის სკანდალური განცხადებები თუ ვერ შლის ოპოზიციურ „ერთობას“, ამას ვერც „გირჩი“ მოახერხებს. ამის შესახებ „2020NEWS“-თან საუბრისას პოლიტიკურ საკითხებში ექსპერტმა, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი დაპირისპირებები ყოველთვის იყო ოპოზიციასა და  ხელისუფლებაშიც, ამიტომაც „გირჩში“ განვითარებული მოვლენები ოპოზიციურ „ერთობას“ ვერ დაშლის.

„მსგავსი დაპირისპირებები ყოველთვის იყო ოპოზიციაში და აგრეთვე ხელისუფლებაშიც, ამიტომაც „გირჩში“ განვითარებული მოვლენები ოპოზიციურ „ერთობას“ ვერ დაშლის. ჩვენ კარგად გვახსოვს „ქართულ ოცნებას“ რამხელა ჯგუფი გამოეყო და არ დაშლილა.

თავის დროზე „გირჩის“ დამფუძნებლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იყვნენ, თუმცა მალე მათ საკუთარი პარტია ჩამოაყალიბეს, ამიტომაც,  ვნახოთ, რა იქნება.... დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, - ამბობს საყვარელიძე სააგენტოსთან საუბრისას.

საყვარელიძის თქმით, თუკი „გირჩიდან“ „გამოსული“ ადამიანები პარლამენტში შევლენ, მათ რაიმე სახის კონკრეტული გეგმა ექნებათ გაწერილი, რისი მიხედვითაც იხელმძღვანელებენ და გაერთიანებულ ოპოზიციას საბოლოოდ ჩამოშორდებიან.

„თუკი „გირჩიდან“ „გამოსული“ ადამიანები პარლამენტში შევლენ, მათ რაიმე სახის კონკრეტული გეგმა ექნებათ გაწერილი, რისი მიხედვითაც იხელმძღვანელებენ და გაერთიანებულ ოპოზიციასაც საბოლოოდ ჩამოშორდებიან.

ოპოზიციური „ერთობის“ დაშლა ულვაშებიანი ვაშაძის განცხადებებმა და სალომე სამადაშვილის ამბავმა ვერ შეძლო, ამიტომაც ამას ვერც „გირჩი“ მოახერხებს“, - განაცხადა პოლიტოლოგმა.

ცნობისთვის, „გირჩის“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ მისი, იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილისა და სანდრო რაქვიაშვილის გზები იყოფა და მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას არ აპირებს“.

ჯაფარიძის შერისხული „სამეული“ კი აცხადებს, რომ მათ ჯაფარიძე პარტიიდან ვერ გაუშვებს და მიუხედავად იმისა, ყველა მათგანს უნდა პარლამენტში შესვლა, სერიოზული საფუძვლის გარეშე, არ შევლენ საკანონმდებლო ორგანოში.

ხატია მამულია