რატომ არ დაესწრნენ ელჩებთან შეხვედრას ირმა ინაშვილი და შალვა ნათელაშვილი?
რატომ არ დაესწრნენ ელჩებთან შეხვედრას ირმა ინაშვილი და შალვა ნათელაშვილი?

A+ A-

18:13 04/12/2020

ოპოზიციასა და უცხოელი დიპლომატების შეხვედრას საპარლამენტო მანდატებ მოპოვებული ორი პარტია - "პატრიოტთა ალიანსი" და "ლეიბორისტული პარტია" არ დასწრებია. 

როგორც "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, მას და მის პარტიას გაცხადებული პოზიცია აქვთ და ცალკე გაწერილი სტრატეგიით მოქმედებენ.

ინაშვილის განცხადებით, ამ დღეებში პარტიის წარმომადგენლებს ინდივიდუალური შეხვედრები ჰქონდათ როგორც აშშ-ის, ასევე ევროკავშირის ელჩებთან და მათ თავიანთი მოთხოვნების პაკეტი გააცნეს, სადაც გაწერილია, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ითხოვს ახალ არჩევნებს და ცესკოს რეფორმირებას.

ინაშვილი ამბობს, რომ დღეს შეხვედრაზე მისულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ელჩებს მათი საერთო ხედვების პაკეტი გააცნეს, რომელსაც „პატრიოტთა ალიანსი“ ძირითად ნაწილში (ცესკო-ს რეფორმირება და ახალი არჩევნების დანიშვნა) ეთანხმება. თუმცა, როგორც ინაშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე პარტია დიპლომატებთან შეხვედრას ინდივიდუალურ რეჟიმში ამჯობინებს.

რაც შეეხება "ლეიბორიტულ პარტიასა" და კონკრეტულად შალვა ნათელაშვილს, რომელიც ტრადიციულად ყველა შეხვედრას ესწრებოდა ამჯერად მიზეზების დასახლეებისგან თავს იკავებენ. 

როგორც პარტიის წევრმა, გიორგი გუგავამ განაცხადა,  რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ ყოფილა, რის გამოც შეხვედრას არ დაესწრენენ.

მისი თქმით, პარტიაში ჰქონდათ ინფორმაცია ელჩებთან შეხვედრის შესახებ, თუმცა დღეს ამ შეხვედრაზე ვერ მივიდნენ. 

შეკითხვაზე, აპირებენ თუ არა „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლები ცალკე შეხვედრას დიპლომატებთან, გუგავა ამბობს, რომ „შესაძლებელია, ასეც მოხდეს“.