ვრჩები "გირჩის" ლიდერად, პარტიის ამბებს გარეთ არ გამოვიტან - ჯაფარიძის პირველი კომენტარი
ვრჩები "გირჩის" ლიდერად, პარტიის ამბებს გარეთ არ გამოვიტან - ჯაფარიძის პირველი კომენტარი

A+ A-

17:48 04/12/2020

ზურაბ ჯაფარიძე "გირჩიდან" წასვლას არ აპირებს და კვლავ პარტიის ლიდერად რჩება. ამის შესახებ ჯაფარიძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან ვიზიტის შემდეგ განაცხადა.

ეს იყო პირველი კომენტარი, რომელიც ჯაფარიძემ დღეს, თავისივე აგორებული სკანდალის შემდეგ გააკეთა, თუმცა, მან ჟურნალისტების კითხვებს ამომწურავად კვლავ არ უპასუხა, შესაბამისად, რა ბედი ელის პარტიას, ვინ წავა და ვინ დარჩება, ჯერ კიდევ უცნობია.

"ჩემი და ამ ადამიანების გზები გაიყო. პარტია არ დამიტოვებია, პარტია არ ვარ მე და არ არიან ის ადამიანები. რაც დავწერე ეს არის, მეტი კომენტარის თქმას არ ვაპირებ. გარეთ არ გამოვიტან პარტიის ამბებს. "გირჩის" ლიდერად ვრჩები. მე არ წამომიყენებია ულტიმატუმი, მე შევთავაზე მოქმედების გეგმა, რაზეც მათ განაცხადეს უარი და ჩვენი გზები გაიყო", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, „გირჩის“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ მისი, იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილისა და სანდრო რაქვიაშვილის გზები იყოფა და მათთან ერთად, „გირჩის“ კეთებას არ აპირებს“. თავის მხრივ მათ განაცხადეს, რომ ისინი პარტიიდან წასვლას არ აპირებენ და ზურაბ ჯაფარიძე მათ ვერ გააგდებს.