Pfizer-ის კოვიდვაქცინის სიახლეების ფონზე. Boeing-ის აქციების ფასი გაიზარდა - "ველსის" ეკონომიკური მიმოხილვა
Pfizer-ის კოვიდვაქცინის სიახლეების ფონზე. Boeing-ის აქციების ფასი გაიზარდა - "ველსის" ეკონომიკური მიმოხილვა

A+ A-

16:19 04/12/2020

ხუთშაბათის ამბები

1. S&P 500 რეკორდული მაჩვენებლიდან დაეცა

2. Boeing - ის აქციის ფასი მკვეთრად გაიზარდა 737 MAX - ზე პირველი შეკვეთის შემდეგ

3. რატომ არის ახალი სტიმულირების პაკეტი სასწრაფო

ბაზრები გუშინ

S&P 500-მა ახალი რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, Pfizer-ის ვაქცინის სიახლეების ფონზე.
Dow Industrial-გაიზარდა Boeing-ის აქციების ზრდით, რომელმაც პირველი შეკვეთა მიიღო 737 MAX თვითმფრინავებზე. ავიაკომპანიებმა და საკრუიზო აქციებმა გუშინ ბაზარს ულიდერეს, ოქროს ფასი გაიზარდა, რადგან აშშ-მ COVID-19-ით დღიურ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობის რეკორდი დააფიქსირა.

აშშ-ს ყოველკვირეული უმუშევრობის დონე მოსალოდნელზე დაბალი იყო, მაგრამ კვლავ 700 000-ს აღემატება, რადგან სამსახურებიდან განთავისუფლებულთა რაოდენობა იზრდება. შრომის ბაზრის ჯანმრთელობის შესახებ მეტს შევიტყობთ, როდესაც ნოემბრის არასასოფლო ადგილებში დასაქმებულთა ანაზღაურდება გამოქვეყნდება პარასკევს. ეკონომისტები ვარაუდობდნენ, გასულ თვეში, რომ 450 000 სამუშაო ადგილი დაემატებოდა და უმუშევრობის დონე კიდევ ერთხელ შემცირდებოდა, მაგრამ 9,5 მილიონზე მეტი ამერიკელი მაინც დარჩება სამსახურის გარეშე.

ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც შესაძლოა ვაშინგტონში სტიმულირების პაკეტზე მოლაპარაკებები გაგრძელდეს. ფედერალური ბანკის თავმჯდომარე ჯერომ პაუელი განაგრძობს დეპუტატების დარწმუნებას, სტიმულირების პაკეტის გაზრდის შესახებ ბიზნესებსა და ოჯახებისთვის, რომლებიც თვის ბოლოს დახმარების შეწყვეტის წინაშე დგანან, მაგრამ საიტნერესოა თუ რამდენად მიიღებენ მსგავს გადაწყვეტილებას ისინი არდადეგამდე რამდენიმე კვირით ადრე.

დღის მთავარი აქცენტები

● ა.შ.შ.-ს იუსტიციის დეპარტამენტმა საქმე აღძრა სოციალურ ქსელ Facebook-თან დაკავშირებით, კერძოდ, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე ამერიკელთა ნაცვლად იმიგრანტები მუშების უკანონოდ დასაქმებისთვის, რომელთა მუდმივ საცხოვრებელ ადგილსაც იგი უზრუნველყოფს. ეს გაგრძელებაა ანტიმონოპოლური კანონის Facebook-ის დარღვევათა გამოძიებისა, რომელსაც ამერიკის 40-ზე მეტი შტატისგან შემდგარი ჯგუფი, ნიუ-იორკის თაოსნობით აწარმოებდა. სააგენტო Reuters-ის ცნობით, შტატები  Facebook-ის წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელის შეტანას მომავალ კვირას აპირებენ.

● გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იუწყება, რომ ქვეყანაში ლოქდაუნი 10 იანვრამდე გახანგრძლივდება. გერმანია, რომელმაც ოთხშაბათს COVID-19–ის დღიური სიკვდილიანობის მაჩვენებლის ახალი ანტირეკორდი დაამყარა, ნოემბრის დასაწყისიდან ,,წერტილოვანი ჩაკეტვების’’ პოლიტიკას მიჰყვებოდა. ,,საშობაო ამნისტიის’’ თანახმად, კერძო შეკრების წესები 23 დეკემბრიდან 1 იანვრამდე მსუბუქდება, თუმცა საკულტო საშობაო ბაზრობები გაუქმდა.

● Costco-ს ცნობით, ნოემბერში საცალო გაყიდვები 15.1% -ით გაიზარდა და 15.67 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ვარდნას ნიშნავს ოქტომბრის თვის 15.9% –იანი და სექტემბრის 16.9% –იანი ზრდის (იგულისხმება შარშანდელ წელთან შედარებით) ფონზე. მის პირველ ფინანსურ კვარტალში, რომელიც 22 ნოემბერს დასრულდა, ონლაინ-გაყიდვებმა ჯამში 42.35 მილიარდი დოლარი შეადგინა (16.9 %-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით).

● სულ უფრო მეტი M&A თანამშრომშლობს Amazon-თან, რომელიც მოლაპარაკებას აწარმოებს პოდკასტ სტუდია Wondery-ს შესასყიდად (The Wall Street Journal). თავის მხრივ, Uber მოლაპარაკებებს აწარმოებს Joby Aviation-თან საკუთარი Uber Elevate-ის განყოფილების მიყიდვაზე (Axios). პირველი მათგანი მოწმობს ტექნოლოგიური და მედია კომპანიების ერთგვარ რბოლას აუდიო კომპანიების შეძენისთვის, ხოლო მეორე ფაქტი ცხადყოფს, რომ Uბერ სერიოზულად მუშაობს წამგებიანი ობიექტების მოშორების საკითხზე.

● კომპანია Boeing-ის (BA) აქციის ფასი სავაჭრო სესიის დასასრულს 6%-ით მაღლა დაიხურა იმ სიახლის ფონზე, რომ ღყანაირ უკვე არსებული Ryanair უკვე არსებული Boeing’s 737 MAX-ის ტიპის თვითმფრინავების რაოდენობისთვის 75 ერთეულის დამატებას გეგმავს. Ryanair-სგან გამოცხადებული ნდობის ვოტუმი აღვივებს ინვესტორთა იმედებს უსაფრთხოების მიზნით გამოწვეული 20-თვიანი აკრძალვის შემდეგ (ორი ავიაკატასტროფის შემდეგ) სწრაფ აღდგენაზე.

● ა.შ.შ.-ს სენატმა ფედერალური რეზერვების ბორდის წევრად კრისტოფერ უოლერი 48-47-ზე ხმების თანაფარდობით დაამტკიცა. უოლერი, რომელიც არის სან-ლუის ფედერალური სარეზერვო ბანკის კვლევათა დირექტორი, ფედერალური რეზერვების ბორდის წევრად 2030 წლის იანვრის ჩათვლით მოგვევლინება. მისი არჩევის შესახებ სიახლეები, ჯუდი შელტონის არჩევის შანსების შემცირების ნიშანია.


ფედერალური რეზერვები ფარდის მიღმა

აქტივების სფეროში ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯის, მათ შორის, ბოლოდროინდელი კაპიტალის ბაზრის მონაცემების, მიღმა ფედერალური სარეზერვო სისტემის არც ისე დახვეწილი ხელის კონტურები იკვეთება. აპრილში მონეტარულ პოლიტიკაში საგანგებო ინტერვენციამ, რომელიც 2023 წლამდე საპროცენტო განაკვეთის ნულოვან დონეზე შენარჩუნების დაპირებას, სახელმწიფო და კორპორაციული ობლიგაციების შესყიდვასა და აგვისტოში ინფლაციის შერბილებას ისახავდა მიზნად - ძალიან დიდი გავლენა მოახდინა კაპიტალსა და კრიპტოვალუტურ აქციებზე.

● ა.შ.შ. დოლარი: 2018 წლის აპრილის შემდეგ დოლარი ყველაზე სუსტია, დამოკიდებული კვლავ ხაზინის შემოსავლებზე, რომელიც 1% -ზე ნაკლებია. დაბალი პროცენტები თითქმის ყოველთვის უფრო გაუფასურებული დოლარის ტოლფასია.

● განვითარებადი ბაზრები: ბოლო პერიოდში განვითარებადი ბაზრებზე ცუდი ,,განწყობაა’’, რასაც ხელს უწყობს დაბალი დოლარის შემოდინება და, შესაბამისად, ექსპორტის ზრდა. ეკონომიკური აღორძინების პირობებში, რომელსაც უმეტესობა 2021 წლიდან ელის, მოთხოვნის ზრდასთან ერთად, წესით, მათაც უნდა ნახონ სარგებელი.

● გლობალური აქციები: გლობალური აქციები რეკორდულად მაღალ დონეზეა - დაბალი საპროცენტო განაკვეთების გამო ინვესტორებს შემოსავლების ძიებაში მათკენ უბიძგებს, - მაშინაც კი, როცა ისინი მაღალ ფასებს უფრთხიან. ინვესტორების გზამ მთელი წლის განმავლობაში ბეწვის ხიდზე გაიარა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალი გამოწვევის შეეშინდებათ.

● სპილენძი: სპილენძი ბოლო 7 წელიწადში მაქსიმალურ მაჩვენებელს აღწევს. სხვა მეტალებთან შედარებით, სპილენძის ფასები ამჟამად მძლავრი ეკონომიკური აქტივობის და მოლოდინების ყველაზე ზუსტი ინდიკატორია. ის მეტი დატვირთვით გამოიყენება ქარხნულ პროცესებში ყველა წარმოების დარგში. დაბალი საპროცენტო განაკვეთები და იაფი დოლარი კი სპილენზე მოთხოვნას მთელ პლანეტის მასშტაბით ზრდის.

სახელმწიფოზე დამოკიდებულნი

გასულ კვირას 712,000 ამერიკელმა პირველად წარადგინა საჩივარი უმუშევრობაზე, რაც ნაკლებია პროგნოზით ნავარაუდებ რიცხვთან შედარებით, მაგრამ პანდემიის პერიოდში ასეთ დროს მაინც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. მიზეზები გასაგებია, თუმცა რიცხვი მაინც შოკისმომგვრელია. ისევე შოკისმომგვრელი, როგორც გასული კვირას რეკორდული, 4.569 მილიონი მუშაკის მიერ მოთხოვნილი უმუშევრობის შეღავათები, რაც 59.732-ით მეტია წინა კვირასთან შედარებით. მინიმუმ კი 20.1 მილიონი ადამიანი იღებდა ყველა პროგრამით გათვალისწინებულ შეღავათებს ნოემბრის შუა პერიოდში.

უმუშევრობის საჩივრებიდან მეოთხედზე მეტი CARES  აქტის გაფართოების პროგრამებიდან , როგორიცაა გაზრდილი ბენეფიტები და PEUC, იყო შემოსული. პროგრამების ვადა თვის ბოლოს იწურება, რაც ახალ სასტიმულო კანონპროექტს საფუძველს ურყევს, ისევე როგორც CARES აქტით გათვალისწინებული ღონისძიებების გახანგრძლივებისთვის უბრალოდ კენჭისყრას. გადაუდებელი აუცილებლობა ვაშინგტონს აიძულებს გარისკოს, მაგრამ ამერიკელი ოჯახებისთვის ფინანსური ცხოვრების ხაზის შეწყვეტა, საყოველთაო სახეს იღებს.

თქვენი "ველსი"

1. როტშილდიდან "როლს-როისამდე" და ღარიბი ქართველის ცარიელ ჯიბემდე - სკანდალური ბლოგი "ველსისგან" იწყება!

2. უოლ სტრიტი იგებს მაშინ, როდესაც მეინ სტრიტს სერიოზული პრობლემები აქვს - გლობალური ეკონომიკის მიმოხილვა "ველსისგან"

3. Pfizer და BioNTech ევროკავშირში, COVID-19 ვაქცინის დასაშვებად, სათანადო მარეგულირებელ ორგანოს ეძებენ - "ველსის" ამბები

4. დიდმა ბრიტანეთმა Pfizer/ BioNTech - ის კოვიდვაქცინა დაამტკიცა - "ველსის" მსოფლიო-ეკონომიკური ამბები