79 000 ლარი, 1 "მოტო", ვალები ბანკში - რა ქონებით "გააგდო" ტიკარაძემ სამინისტროდან თალაკვაძის ძმა ?

79 000 ლარის დანაზოგი, ვალები ბანკში, 4 500 დოლარად შეძენილი "HD street bob", მეუღლის სახელზე გაფორმებული თითქმის მილიონიანი უძრავი ქონება - მოკლედ, მდიდარი ცოლის „უძრავი ქონებით“ „ღარიბი ქმარი“ - სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის მიერ თანამდებობიდან გადაყენებული, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის ძმა ავთანდილ თალაკვაძე.
ძმა თალაკვაძე, ბიძინა ივანიშვილის პირადი სტომატოლოგის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებამდე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი გახლდათ.