გაიღვიძე მთავრობავ! ჯანყი დაწყებულია! პიარის სპეციალისტი მიხეილი "მშიერ ბუნტს" მართავს - მოროშკინა
გაიღვიძე მთავრობავ! ჯანყი დაწყებულია! პიარის სპეციალისტი მიხეილი "მშიერ ბუნტს" მართავს - მოროშკინა

A+ A-

18:24 01/12/2020

გაიღვიძე მთავრობავ!!! „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს, მართოს "მშიერი ბუნტი" და დაიბრუნოს ძალაუფლება. პიარის სპეციალისტი ლალი მოროშკინა ხელისუფლების მისმართით გამაფრთხილებელ განცხადებას ავრცელებს.

მისივე თქმით, უნდა მოიხსნას აკრძალვები, დასრულდეს პანიკის ტირაჟირება, თორემ ჯანყი დაწყებულია. „გაიღვიძე მთავრობა!!! ნაციონალები აპირებენ, მართონ "მშიერი ბუნტი" და დაიბრუნონ ძალაუფლება! PR-ის უბადლო სპეციალისტი მიხეილი ახლაც მიმართავს PR-ის კლასიკოსის შეგონებას:

"ბრბოს არ შეუძლია აზროვნება და მის დასაწყნარებლად უნდა მივმართოთ არა გონებას, არამედ ქვეცნობიერ ინსტიქტებს!"(ედუარდ ბერნაიზი) ჩვენ რითი ვპასუხობთ ამ უსერიოზულეს გამოწვევას? კვლავ კუბოების შიშით? აღარ ჭრის! მშიერი შვილის თვალები, დედას მხოლოდ ერთ ინსტიქტს უტოვებს: ს ა ს ი ც ო ც ხ ლ ო ს! შეცვალეთ სპიკერები, მოხსენით უაზრო აკრძალვები, დაასრულეთ პანიკის ტირაჟირება, თორემ ჯანყი დაწყებულია, და ქვეყანა თავზე დაგვენგრევა“, - სოციალურ ქსელში წერს მოროშკინა.

შეგახსენებთ, პრემიერმა გიორგი გახარიამ კორონავირისუსის ფაქტების მატების გამო, დააწესა შეზღუდვები, რომლებიც 28 ნოემბერიდან 31 იანვრის ჩათვლით იმოქმედებენ. შეზღუდვების მიუხედავად, ქვეყანაში, მათი გაუქმების მოთხოვნით, აქცია-აქციაზე იმართება.