საქართველოში მოსახლეობის 28.2 % თამბაქოს მომხმარებელია
საქართველოში მოსახლეობის 28.2 % თამბაქოს მომხმარებელია

A+ A-

18:21 01/12/2020

 

2020 წლის მოაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 28.2 % თამბაქოს მომხმარებელია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში "თამბაქო- სიტუაციური მიმოხილვა 2020" ონლაინ პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.

ცენტრის წარმომადგენლების ინფორმაციით, მოსახლეობის 86% ემხრობა თამბაქოს მოხმარების აკრძალვას ტაქსში.

კვლევის მიხედვით, თამბაქოს მოხმარების დაწყების საშუალო ასაკი 18.6 წელია. მათ შორის, კაცებში 18.2 წელი, ქალებში კი 21.3 წელი.

როგორც ონლაინ პრეზენტაციაზე აღინიშნა, მოწევაზე თავის დანებება 23.1%-მა სცადა.

რაც შეეხება თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევის ინდექსის კვლევის შედეგებს, ამ მონაცემის მიხედვით 57 ქვეყანას შორის 77 ქულით საქართველო ბოლოდან მე-6 ადგილზეა.