ძალადობა არ მოსულა! - ხვიჩია ვაშაყმაძეს
ძალადობა არ მოსულა! - ხვიჩია ვაშაყმაძეს

A+ A-

18:15 01/12/2020

"ძალადობა არ მოსულა!" - ასე აფასებს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია პარტია "გამარჯვებული საქართველოს" მხარდამჭერის, ასლან ვაშაყმაძის მიერ, პილიციელისადმი ძალადობის გამოყენების მოწოდებას.

როგორც "2020NEWS"-თან საუბარში ხვიჩიამ განაცხადა, ის ძალადობას გმობს.

"არ მინახავს ეს ვიდეო, მაგრამ ჩემი პოზიცია ასეთ ამბავზე სულ ერთნაირია, ძალადობა არ მოსულა", - განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრმა, ასლან ვაშაყმაძემ ოპოზიციას პოლიციელის წამებისკენ მოუწოდა და სკანდალური ვიდეო გაავრცელა. მოგვიანებით ეს ვიდეო მან სოციალური ქსელიდან გააქრო.

მისი პარტიის ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმაც სოციალური ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც დაწერა: „რა თქმა უნდა, ვგმობ. რაას? არამარტო ასლან ვაშაყმაძის მსგავს მოწოდებას, არამედ ნათია ლაზაშვილის დეგრადაციას და პოლიციის მარგინალიზაციას”.

ამასთანავე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნინო წილოსანმა „2020NEWS“- თან ექსკლუზიურად განაცხადა, რომ ვაშაყმაძე ამ ძალადობრივი განცხადებისთვის პასუხს აგებს.