"ოცნებასთან" მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, ტერორისტები და ტყვეებით მოვაჭრეები არიან - გვარამია
"ოცნებასთან" მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს, ტერორისტები და ტყვეებით მოვაჭრეები არიან - გვარამია

A+ A-

17:24 01/12/2020

ტელეკომპანია "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი 7 დეკემბერს ჩაინიშნა. 

როგორც გვარამია ვარაუდობს, მისი საკითხი შესაძლოა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ერთ-ერთი საკითხის გახდეს. 

მისი თქმით, მას ურჩევნია, რომ დააკავონ, ვიდრე მხარეებს შორის განხილვის საგანი გახდეს. 

"მაშ ასე, რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო. საქალაქო სასამართლოდან დამირეკეს, 7 დეკემბერს თქვენი პროცესები განახლდებაო. ეტყობა ძაან საშურია კორონა პანდემიის პიკში და თან წინასაახალწლოდ ჩემი დაჭერა და ნეიტრალიზაცია. ან სავაჭრო თემად გამოიყენებენ მოლაპარაკებების დროს, სადაც ტყვეებით ვაჭრობა ეტყობა მოსულა, თან დიპლომატიური დაკვირეების პირობებში. 

ღიად ვაცხადებ, რომ არც ერთ მოლაპარაკებაში არ ვსაჭიროებ ჩემი საკითხის გამო ოცნების ტყვეებით მოვაჭრე ტერორისტულ რეჟიმთან რაიმე დათმობაზე წასვლას. გმადლობთ, მირჩევნია ჩემი ციხეში წასვლით კიდევ უფრო ჩამოვხადო ნიღაბი ივანიშვილს და კიდევ უფრო დავაჩქარო მისი სანაგვეზე გადაგდება, ვიდრე რაიმე დათმობით მისი უბოროტესი რეჟიმის გახანგრძლივებას შევუწყო ხელი", - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

გვარამია ამბობს, რომ "ოცნებასთან" მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს. ისინი ტერორისტები და ტყვეებით მოვაჭრეები არიან. 

"რვა მარტის შეთანხმება ხომ გახსოვთ, აი, ნაწილობრივ პროპორციულთან ერთად ჩემი და სხვა პოლიტმოტივირებული საქმეები რომ გაჩერდა იმავე ელჩების მონაწილეობით, დღესაც რომ მედიატორობენ. ხოდა, როგორ სრულდება, კი ხედავთ. ამიტომ, ოცნებასთან მოლაპარაკებას აზრი არა აქვს, სუფთა პრაგმატულად. იდეალისტურად კი, ელჩებით თუ უელჩოდ, ქართული ოცნება არის ტერორისტი და ტყვეებით მოვაჭრე, და ტერორისტებთან მოლაპრაკება არ შეიძლება. 

ელჩების გამკვირვებია, ტყვეთა ბაზარში რატომ იღებენ მონაწილეობას, რატომ არიან ჩართული პროცესში, სადაც ქართული ოცნება შანტაჟის მიზნით ტყუილად დაკავებული ან დასაკავებელი ადამიანების თავისუფლებით ვაჭრობს? თუ არც ისაა ცხადი, რომ ადამიანები ტყუილად არიან დაჭერილები თუ დასაჭერად გამზადებულუები? აქაც ოქმები და დასაბუთებაა საჭირო ფატალურობის დასადგენად? ან, რომელი შეთანხმება იქნა დაცული, სადაც გარანტორებად იგივე ელჩები იდგნენ? რომელი ერთი არ დაარღვია ოცნებამ? თუ ოცნებისგან ქრონიკული გადაგდება მოსულა? 

უხერხული აღარ, უკვე სირცხვილია", -  წერს გვარამია.