ლარი მცირედით გამყარდა
ლარი მცირედით გამყარდა

A+ A-

17:08 01/12/2020

ეროვნული ბანკის ცნობით, პირველი დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.3185 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3253 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0068 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.9722 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9840 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.18 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4228 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 4.4309 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 2 დეკემბრიდან შევა ძალაში.