ვინ ვისგან იღებდა დავალებას, "შაქრის ნატეხის" საფასურად? - ხალვაშის პასუხი ოქრუაშვილს
ვინ ვისგან იღებდა დავალებას, "შაქრის ნატეხის" საფასურად? - ხალვაშის პასუხი ოქრუაშვილს

A+ A-

15:42 01/12/2020

ოქრუაშვილზე კომენტარს მისი ცხოვრება იძლევა - ასე პასუხობს ყოფილ თანამებრძოლ, ირაკლი ოქრუაშვილის თავდასხმას  ტელეკომპანიარუსთავი-2“-ის მეპატრონე ქიბარ ხალვაში „2020NEWS“-თან.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ საკითხავია, ვინ ვისი ბუღალტერი იყო. როგორც ცნობილია, დღეს ოქრუაშვილის პარტიის - „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა, ასლან ვაშაყმაძემ ოპოზიციას „ერთი პოლიციელის წამებისა და დაჩეხვისკენ“ მოუწოდა. ამ მოწოდებას პარტიის ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ ის გმობს როგორც ვაშაყმაძის განცადებას, ასევე იმასაც, ეს ამბავი საზოგადოებას  „ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის ყოფილმა წევრმა ნათია ლაზაშვილმა, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის ყოფილი ბუღალტრის, ქიბარა ხალვაშის ტელევიზიით“ რომ ამცნო.

ოქრუაშვილზე კომენტარს მისი ცხოვრება იძლევა. ვინ ვისი ბუღალტერი იყო თუ შიკრიკი და ვინ ვისგან იღებდა დავალებას, "შაქრის ნატეხის" საფასურად, მაგ ისტორიას ვერანაირი დეზინფორმაცია ვერ შეცვლის. სხვა კომენტარი არ მაქვს“, - აცხადებს ქიბარ ხალვაში სააგენტოსთან.  

შეგახსენებთ, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის  წევრმა, ასლან ვაშაყმაძემ ოპოზიციას პოლიციელის წამებისკენ მოუწოდა და სკანდალური ვიდეო გაავრცელა. მოგვიანებით ეს ვიდეო მან სოციალური ქსელიდან გააქრო.

მისი პარტიის ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმაც სოციალური ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც დაწერა: „რა თქმა უნდა, ვგმობ. რაას? არამარტო ასლან ვაშაყმაძის მსგავს მოწოდებას, არამედ ნათია ლაზაშვილის დეგრადაციას და პოლიციის მარგინალიზაციას”.

ამასთანავე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ნინო წილოსანმა „2020NEWS“- თან ექსკლუზიურად განაცხადა, რომ ვაშაყმაძე ამ ძალადობრივი განცხადებისთვის პასუხს აგებს.

რუსა მუმლაძე