ქუთაისში, გუშინ, გვიან ღამით 4 ავტომობილი გაძარცვეს. შემთხვევა ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მოხდა. ავტომობილების მფლობელების თქმით, მანქანები დილით დახვდათ გატეხილი, წაღებულია გარკვეული ნივთები. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.