უოლ სტრიტი იგებს მაშინ, როდესაც მეინ სტრიტს სერიოზული პრობლემები აქვს - გლობალური ეკონომიკის მიმოხილვა "ველსისგან"
უოლ სტრიტი იგებს მაშინ, როდესაც მეინ სტრიტს სერიოზული პრობლემები აქვს - გლობალური ეკონომიკის მიმოხილვა "ველსისგან"

A+ A-

14:52 01/12/2020

ორშაბათის ამბები:
1. აშშ-ის ბაზრებისთვის ისტორიული თვე ნეიტრალურად დაიხურა
2. Moderna აცხადებს, რომ მისი ვაქცინა 94.1%-ით ეფექტურია
3. Put/Call შეფარდების კოეფიციენტი ისტორიულად დაბალ დონეზეა

ბაზრები გუშინ:

DJIA– მ, პირველად 30,000 – ს გადააჭარბა,  Nasdaq-ისა და S&P 500-თვის კი რეკორდულ ნიშნულებს მიაღწიეს. ბიტკოინის ფასმა მკვეთრად მოიმატა, შემდეგ ზრდის ტემპი შენელდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ კვლავ აჩქარდა, რაც ფინანსური ინსტიტუტებისა და მსხვილი ინვესტორების ბიძგმა განაპირობა. ამერიკულმა დოლარმა და ოქრომ ამ თვეში პოზიციები დათმო, ხოლო განვითარებადმა ბაზრებმა აღმავლობა განიცადეს. მიზეზი ისაა, რომ ინვესტორები ფსონს მომავალ გლობალურ ეკონომიკურ აღდგენაზე დებენ.

DJIA-სგან ეს საუკეთესო თვიური პერფომანსი იყო, 1987 წლის შემდეგ (თუ 1987 წლის შავი ორშაბათის შემთხვევას უგულვებელვყოფთ),  Nasdaq-ისა და S&P 500-თვის კი აპრილის მერე საუკეთესო თვე აღმოჩნდა. ვაქცინის შესახებ პოზიტიურმა სიახლეებმა, რომელსაც გუშინ მოდერნას განცხადებაც დაერთო, მობილიზებას შეუწყო ხელი, ისევე როგორც აშშ-ის არჩევნების შედეგებისგან გამოწვეულმა მღელვარებამ. უოლ სტრიტი იგებს მაშინ, როდესაც მეინ სტრიტს სერიოზული პრობლემები აქვს.

Headlines:

დღის მთავარი აქცენტები

Zoom Video Communications’ (ZM) აქციები გაფართოებულ ვაჭრობაში დაახლოებით 5%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც კომპანიამ გამოაცხადა მესამე კვარტალში ფინანსური მოგების შესახებ. ეს ანალიტიკოსთა მოლოდინებს არ შეესაბამება, თუმცა ამავე დროს, წლევანდელი შემოსავლების ზრდის დაჩქარებული ტემპის დასტაბილურება ივარაუდება. წლის დასაწყისიდან დღემდე, ძოომ-ის აქციებმა 569% -ით მოიმატა.

მოდერნა (MRNA) აცხადებს, რომ კვლევის მე-3 სტადიის შედეგების მიხედვით COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის მისეული ვერსია 94.1% -ით ეფექტურია. ვაქცინის უსაფრთხოება დღესდღეობით შეშფოთების საგანს არ წარმოადგენს, რის გამოც მისი საგანგებო წესით მოხმარებისა და გავრცელებაზე ნებართვის ასაღებად მოდერნა აშშ.-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციაში (FDA) განაცხადს შეიტანს. ასევე, კომპანიამ შესაბამის პირობებში ბაზარზე გასატანად ევროპული მედიკამენტების სააგენტოს (EMA) უნდა მიმართოს.

S&P Global მზადაა შეიძინოს ლონდონში დაფუძნებული 44 მილიარდი დოლარის ღირებულების IHS Markit.  თუ გარიგება შედგა, მაშინ ჩვენ 2020 წლის ყველაზე დიდი ორგანიზაციული შერწყმის მომსწრე გავხდებით, რასაც გლობალური ბაზრისა და ეკონომიკური მონაცემების მოსალოდნელი გაერთიანება მოჰყვება S&P Global-ის, როგორც მშობელი კომპანიის, ქვეშ.

როგორც Wall Street Journal იუწყება, Salesforce.com მოლაპარაკებებს აწარმოებს Slack Technologies– ის შესაძენად. The New York Times-ის მიხედვით, გარიგება მოიცავს დისტანციურ მუშაობისა და სხვა პოტენციური მყიდველების (მაგ. Adobe, Twilio, ServiceNow) პირობებს.

Reuters–ის  ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია მზადაა ნახევრადგამტარი ჩიპების კომპანია SMIC და ნაციონალური ოფშორული ნავთობისა და გაზის მწარმოებელი CNOOC ჩინური სამხედრო კომპანიების ,,შავ სიაში’’ შეიყვანოს. ცოტა ხნის წინ გამოცემული განკარგულება 2021 წლიდან ამერიკულ ინვესტორებს ამ კომპანიებში კაპიტალდაბანდებას უკრძალავს.

OPEC–ის წევრებმა ონლაინ შეხვედრის დროს განიხილეს წარმოების შემცირების მოსალოდნელი გაგრძელების საკითხი. ხვალ შეხვედრას OPEC-ის არაწევრი ლიდერებიც (OPEC+) შეუერთდებიან. როგორც კრემლის წარმომადგენელმა განაცხადა, ,,დღესდღეობით ისეთი მკვეთრი განსხვავება რუსეთსა და OPEC-ის ნავთობის ჯგუფს შორის აღარ არის, როგორც 2020 წლის დასაწყისში იყო’’. Bloomberg-ის ცნობით, კვირას გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა და ყაზახეთმა მხარი არ დაუჭირეს გაგრძელების პოლიტიკას. 

ეს კვირა გადამწყვეტია ბრექსითის სავაჭრო შეთანხმებებისთვის, ვინაიდან 31 დეკემბერს ევროკავშირის ერთიანი ბაზრისა და საბაჟო კავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის დათქმული ვადა სრულდება. გაერთიანებულ სამეფოში რეგისტრირებულ ფინანსურ კომპანიებს ,,პასპორტინგის" უფლებები ჩამოერთმევათ, თუ შეთანხმება საფინანსო მომსახურების თაობაზე არ შედგება. ავტომობილების მწარმოებლებს კი ტარიფი 10% -ით გაეზრდებათ, თუ 1 იანვრიდან მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების ამოქმედების გამო მომზადების პროცესში მყოფმა კომპანიებმა ავტონაწილები მარაგში გადაინახეს.

Tesla–ს ჩინეთში ადგილობრივ დონეზე წარმოებული Model Y ჯიპის გაყიდვის ნება დართეს, - იტყობინება ქვეყნის მრეწველობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტრო. კომპანიის მიერ ჩინეთში აწყობილი Model 3 ამჟამად გაყიდვების მიხედვით დომინირებს ელექტრონული ტრანსპორტის (EV) ბაზარზე. ოქტომბერში შანხაის ავტოქარხნიდან ევროპაში სედანების ექსპორტი დაიწყო. 

ფსონი Upside- ზე

კაპიტალის ბაზრებზე ვაქცინის სიახლეებმა რეკორდულად დიდი რაოდენობის ფულის შემოდინება გამოიწვია. ეს იმის მანიშნებელი არაა რომ ბაზრები ყოველდღე მოიმატებს, თუმცა ოპტიმიზმი შეინიშნება. ამის დანახვა შესაძლებელია  CBOE კაპიტალის put/call  კოეფიციენტით, რომელიც ზომავს “დათვისებური ბაზრის” ფსონებს. ეს მაჩვენებელი ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა, რომელიც ასევე 2000 წლიდან ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

put/call   კოეფიციენტი ხშირად განიხილება, საპირისპიროდ. უკიდურესად დაბალი თანაფარდობა ნიშნავს, რომ ბაზარი “ხარისებურია”.

S&P 500-ში მყოფი აქციების 92%, 200 დღიან საშუალო მაჩვენებელზე მაღლა ივაჭრება, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2013 წლიდან. ბაზრის მრავალი ანალიტიკოსი თვლიდა, რომ 2013 წელი “ხარის ბაზრის” დასაწყისი იყო, რომელიც დასრულდა 2017 წლის დასაწყისში.

არსებობს მრავალი მიზეზი, რის გამოც საფონდო ბირჟამ თავი აარიდა იქამდე, რაც გონივრული ჩანდა, ზოგიერთი ძირითადი ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით - განსაკუთრებით შრომის ბაზარზე. დაბალი საპროცენტო განაკვეთები, დაბალი სარგებელი ობლიგაციებსა და ფულის ბაზრებზე, გამოსწორების იმედი, ფედერალური სარეზერვო სისტემის კაპიტალის ბაზრების მონეტარული პოლიტიკის გამოყენებით და ა.შ. მაგრამ საფონდო ბირჟის ღირებულებამ გადააჭარბა ისოტრიულ საშუალს საერთო ეკონომიკის ღირებულებასთან შესაბამისობაში.

თქვენი "ველსი" 

1. როტშილდიდან "როლს-როისამდე" და ღარიბი ქართველის ცარიელ ჯიბემდე - სკანდალური ბლოგი "ველსისგან" იწყება!