ქუთაისში სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი და თანამშრომლები დაინფიცირდნენ
ქუთაისში სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი და თანამშრომლები დაინფიცირდნენ

A+ A-

13:40 01/12/2020

ქუთაისში სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი და თანამშრომლები დაინფიცირდნენ.

როგორც „2020NEWS“-თვის გახდა ცნობილი, ცენტრის ხელმძღვანელს, მაია რუხაძეს ვირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები კი ეტაპობრივად დაინფიცირდნენ და მათი რაოდენობა ჯამში 65 აღწევს.

უმეტესობამ ვირუსი უკვე დაამარცხა და მუშაობას აგრძელეს. როგორც სასწრაფო დახმარების ცენტრში აცხადებენ, თანამშრომელთა ინფიცირების გამო, სასწრაფო დახმარების მუშაობა არ შეფერხებულა და ქალაქს სასწრაფო დახმარების 10 ჯგუფი და ოთხი რეანიმობილი ემსახურება.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 3 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 36 პაციენტი.