მარგინალების ზღვარდაგასული პროტესტი, ოცკაციანი სამარცხვინო ბანდა - რიჟვაძე აქციის მონაწილეებზე
მარგინალების ზღვარდაგასული პროტესტი, ოცკაციანი სამარცხვინო ბანდა - რიჟვაძე აქციის მონაწილეებზე

A+ A-

12:22 01/12/2020

მარგინალების ზღვარდაგასული პროტესტი, ოცკაციანი სამარცხვინო ბანდა - ასე აფასებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აჭარის მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციას.

რიჟვაზე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, რომ სახე შეინარუჩონონ, რადგან  "მათი უსაქციელობით ბათუმში მშობლები შვილებს არ ეუბნებოდნენ, ასეთები არ გაიზარდოთო".

„ამ კუთხის შვილები ხართ და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ოდნავ მაინც შეინარჩუნოთ სახე, რომ მეზობელს მისალმება არ შერცხვეს და ნათესავს კიდევ, ოჯახში შეშვება. საბოლოო ჯამში, ნუ მოიქცევით ისე, რომ თქვენი უსაქციელობით ბათუმში მშობლები შვილებს ეუბნებოდნენ, ასეთები არ გაიზარდოთო“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ამასთან, როგორც რიჟვაძემ აჭარის მთავრობის დღვანდელ სხდომაზე აღნიშნა, როდესაც ქვეყანაში ეპიდემია მძვინვარებს, ჯანდაცვის სექტორის მეტად გაძლიერება მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.

„იცით, ეპიდემია და ზოგადად, პანდემია განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობს როგორც ქვეყანაში, ისე აჭარის რეგიონში. ამ მიმართულებით, ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული მობილიზება, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორის მეტად გაძლიერება. როგორც მედპერსონალის, ასევე ყველა იმ პირის, რომელიც სამედიცინო სერვისების მიწოდებაშია ჩართული. ჩვენ მოვახერხეთ, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გადაქცეულიყო მძიმე პაციენტების მართვის ერთ-ერთ მძლავრ ცენტრად.

რა თქმა უნდა, რესპუბლიკური საავადმყოფოს გაძლიერება, მისი აღჭურვა გაგრძელდება. ჩვენ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, შევიძინეთ, როგორც დამატებით დიალეზის აპარატები, ასევე შესაბამისი ჟანგბადის დანადგარები, რომლებიც დეკემბრის თვეში დამონტაჟდება და სრულად გაიმართება. იმ ოპონენტებს, სკეპტიკოსებს, რომლებიც თვეების განმავლობაში მხოლოდ კრიტიკით არიან დაკავებული, არაფრად აგდებენ ყველა იმ ადამიანის შრომას, რომელიც ყოველდღიურად, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას აფასებს, და კითხულობენ ძალიან ბანალურად, თუ რისი გაკეთება შევძელით – ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ეწვიონ და ძალიან კარგად ნახავენ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი, როცა არსებობს სრული მობილიზაცია, როცა არსებობს მათ შორის ბიზნესის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ცნობისთვის, აჭარის მთავრობის სხდომა აქციის გონზე დაიწყო და ოპოზიციის მხარდამჭერების პროტესტი ამ დროისთვისაც გრძელდება. ადგილზე რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება. პოლიციამ 5-მდე აქტივისტი დააკავა. მოსახლეობა არჩევნების გაყალბებას უკვე ერთი თვეა აპროტესტებს და ახალ არჩევნებს ითხოვენ.