კრიპტოვალუტები მკვეთრად გაუფასურდა
კრიპტოვალუტები მკვეთრად გაუფასურდა

A+ A-

15:43 16/10/2018

რამდენიმეკვირიანი რყვევის შემდეგ ციფრული ვალუტები მკვეთრად გაუფასურდა. ჯამური კაპიტალიზაცია $400 მლრდ-მდე შემცირდა.

6%-იანი ვარდნის შემდეგ, ბიტკოინის ფასი 8770 დოლარამდე შემცირდა. დიდი ხნის მანძილზე მისი ფასი 9000-9700 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, იყო მოლოდინი რომ $10 000-ს გასცდებოდა, მაგრამ მოვლენები საპირისპირო სცენარით განვითარდა. ეთრიუმი 8.5%-ით გაუფასურდა და მისი ღირებეულება ახლა $700-ზე ნაკლებია. რიპლის შემთხვევაში გაუფასურების ტემპი 2-ჯერ მეტი აღმოჩნდა. ბიტკოინ ქეშის ფასი $1400-ს ჩამოსცდა, ეოსი და იოტა 19-19 პროცენტით გაუფასურდა. იოტა კვლავ ჩამოსცდა $2-იან ზღვარს და ახლა $1.83 ღირს. კაპიტალიზაციის რეიტინგით პირველ ათეულში მყოფთაგან კი ყველაზე მეტად 22%-ით კარდანოს ღირებულება შემცირდა.

რაც შეეხება სხვა ალტკოინებს დეში და მონერო 10-10 პროცენტით გაუფასურდა, ნემი 12%-ით, ნეო 15%-ით, ეთერიუმ კლასიკი 17-ით და სიკოინი 21 პროცენტით.

გაუფასურების მიზეზი რაიმე ახალი რეგულაცია ან ჰაკერული თავდასხმა არ გამხდარა. თბილისის დროით 12 საათიდან კი ბაზარმა შემობრუნებაც დაიწყო და 1 საათში ზოგიერთი ვალუტა 2-3 პროცენტითაც გამყარდა.