კოვიდ პანდემია დასრულდება - WHO
კოვიდ პანდემია დასრულდება - WHO

A+ A-

00:32 01/12/2020

კოვიდ პანდემია დასრულდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ წელს დღესასწაულებს ჩვეულებისამებრ ვერ აღვნიშნავთ, დაგეგმეთ თქვენს ოჯახთან ერთად როგორ აღნიშნავთ ამ ყველაფერს მაშინ, როდესაც უსაფრთხო იქნება.

კოვიდ პანდემია დასრულდება – და ჩვენ, ყველამ მის დასრულებაში გარკვეული როლი უნდა ვითამაშოთ“, – განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.