ქუთაისის კლინიკიდან გაქცეული პაციენტი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

ქუთაისში კლინიკიდან გაუჩინარებული 76 წლის მამაკაცი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ცხედარი უკვე პროზექტურაშია გადასვენებული.
ცნობისთვის, 76 წლის მამაკაცი ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან 27 ნოემბერს გაუჩინარდა. მან კლინიკა უკანა კარიდან დატოვა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.