არ მგონია, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდადობა ოკუპირებულ აფხაზეთთან იყოს კავშირში - ზაქარეიშვილი
არ მგონია, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდადობა ოკუპირებულ აფხაზეთთან იყოს კავშირში - ზაქარეიშვილი

A+ A-

19:07 30/11/2020

საქართველო ვერასოდეს გაბედავს იმის თქმას, რომ  ოკუპირებული აფხაზეთის გამო, ელექტროენერგიის  ტარიფი  ქვეყნის კონტროლირებად ტერიტორიაზე ძვირდება. ამის შესახებ „2020NEWS“-თან საუბრისას კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში დენის ტარიფის ზრდადობა აფხაზეთთან კავშირში არ არის, თუმცა, ასე რომც იყოს, საქართველო ამას ვერასოდეს აღიარებს.

„პირადად ჩემი აზრით, არ მგონია, დენის ტარიფის ზრდადობა ოკუპირებულ აფხაზეთთან იყოს კავშირში, თუმცა საქართველო ვერასოდეს გაბედავს იმის თქმას, რომ აფხაზეთის გამო, დენის ტარიფი ქვეყნის კონტროლირებად ტერიტორიაზე ძვირდება.

აფხაზეთი თავისთვის განკუთვნილ 100%-იან ელექტროენერგიას მოიხმარს, დანარჩენს კი ჩვენ ვინაწილებთ (საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია).

საქართველო ვალდებულია, ელექტროენერგია მიაწოდოს აფხაზეთს და ამაში ფულიც კი აიღოს, თუმცა აფხაზები ამ ყოველივეში თანხას არ იხდიან, შესაბამისად, მათ უფასოდ მიეწოდებათ ჩვენგან ელექტროენერგია “, - ამბობს ზაქარეიშვილი.

ცნობისთვის, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ენგურჰესიდან ოკუპირებული აფხაზეთი 300 000 მოსახლით უფრო მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს უფასოდ,  ვიდრე 1,5 მილიონიანი თბილისი.  ამ დროს კი, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ელექტროენერგიის საფასური ძვირდება.

ხატია მამულია