კომპანია Moderna-ს ვაქცინა პაციენტებს კორონავირუსისგან 100%-ით დაიცავს

კომპანია Moderna-ს ვაქცინა პაციენტებს კორონავირუსისგან 100%-ით დაიცავს.
ვაქცინირებული პაციენტების 94,1%-ს კორონავირუსი საერთოდ არ დაემართებათ, ხოლო დარჩენილი 5,9% მას მსუბუქი ფორმით გადაიტანს. აღნისნულის შესახებ ინფორმაციას "ფორბსი" ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციითვე, კვლევებში 30 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ნაწილს ვაქცინა, ნაწილს კი პლაცებო გაუკეთეს. COVID 19-ის რთული ფორმით 30 ადამიანი ინფიცირდა და ყველა მათგანს პლაცებო ჰქონდა გაკეთებული.
Moderna-მ უკვე მიმართა შესაბამის ორგანოებს ვაქცინის ოფიციალური რეგისტრაციის მოთხოვნით. წინასწარი ინფორმაციით, ამ კომპანიის ვაქცინა 25-დან 37 დოლარამდე ეღირება.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ში Covid 19-სგან მოსახლეობის ვაქცინაცია შეიძლება მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყოს.