ყველაფერს ვაკეთებთ, დეკანოზ დავით ქვლივიძის სიცოცხლე ვიხსნათ - ექიმი
ყველაფერს ვაკეთებთ, დეკანოზ დავით ქვლივიძის სიცოცხლე ვიხსნათ - ექიმი

A+ A-

17:51 30/11/2020

დეკანოზი დავით ქვლივიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არაპროგნოზირებადია, ის სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია და მკურნალობას რკინიგზის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს. ამის შესახებ “2020NEWS”-თან საუბრისას თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა, გიორგი ლობჟანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული დეკანოზი დავითის ჯანმრთელობის მდგომარეობა საავადმყოფოში მოთავსების მომენტშიც მძიმე იყო, თუმცა მანამდე ფილტვების არაინვაზიური (ხელოვნური) ვინტილაცია ხდებოდა, ახლა კი ინვაზიურ მკურნალობაზეა გადასული.

„ვადასტურებ თქვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას. კორონავირუსით ინფიცირებული დეკანოზი დავით ქვლივიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩვენს კლინიკაში მოთავსების მომენტშიც მძიმე იყო, თუმცა, მანამდე ფილტვების არაინვაზიური (ხელოვნური)ვინტილაცია ხდებოდა, ახლა კი ინვაზიურ მკურნალობაზეა გადასული. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დეკანოზის სიცოცხლე ვიხსნათ“, - ამბობს ლობჟანიძე სააგენტოსთან საუბრისას.

მისი თქმით, პროცენტულად შეუძლებელია დეკანოზის გადარჩენა-არგადარჩენის საკითხის განსაზღვრა, რადგან მდგომარეობა არაპროგნოზირებადია.

„სამწუხაროდ, მდგომარეობა არაპროგნოზირებადია, ამიტომაც პროცენტულად ვერ გეტყვით, მისი გადარჩენა-არგადარჩენის საკითხს.  ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ... ვიტოვებ იმედს, რომ მდგომარეობა დასტაბილურდება“, - განაცხადა კლინიკის დირექტორმა.

ცნობისთვის, თბილისის ვაშლიჯვრის ნათლისღების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დავით ქვლივიძე რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით დაინფიცირდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 2 დღის წინ დამძიმდა. თბილისის ვაშლიჯვრის ნათლისღების ტაძრის წინამძღვარი ექიმებმა ხელოვნურ კომაში გადაიყვანეს, ფილტვებზე დატვირთვა რომ მოეხსნათ.

ხატია მამულია