"ტყუპები ერთი წლის გახდნენ" - მამუკა ბახტაძე შვილების ფოტოს აქვეყნებს

ყოფილი პრემიერის მამუკა ბახტაძის ტყუპები ერთი წლის გახდნენ. პატარების ფოტოები ექსპრემიერმა თავის ოფიციალურ გვერდზე მას შემდეგ, რაც თანამდებობა დატოვა პირველად გამოაქვეყნა.
"ტყუპები ერთი წლის გახდნენ", - წერს მამუკა ბახტაძე.
ცნობისთვის, ბახტაძის რჩეული მოდელი და მარკეტინგის მენეჯერი იანა კოკოულინაა. წყვილს 6-წლიანი ურთიერთობა აკავშირებთ.
შეგახსენებთ, მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2018 წელს დაინიშნა, აღნიშნული თანამდებობა კი, 2019 წელს დატოვა.