თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა
თენგიზ ცერცვაძე სტაციონარიდან სახლში გაეწერა

A+ A-

16:37 28/11/2020

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კოვიდინფიცირებიდან მეთხუთმეტე დღეს სტაციონარიდან გაეწერა და უკვე სახლში იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ სამედიცინო დაწესებულება Facebook-ზე ავრცელებს.

„ბატონი თენგიზის მდგომარეობა სტაბილურია, თავს მხნედ გრძნობს და მადლობას უხდის ყველას ვინც ყურადღება გამოხატა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

თენგიზ ცერცვაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში 19 ნოემბერს გადაიყვანეს.