თეა წულუკიანი შესაძლოა, ერთ-ერთი სამინისტროს ხელმძღვანელი ან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გახდეს
თეა წულუკიანი შესაძლოა, ერთ-ერთი სამინისტროს ხელმძღვანელი ან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გახდეს

A+ A-

14:45 28/11/2020

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა შესაძლოა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა დაიკავოს.

იმ შემთხვევაში, თუ თეა წულუკიანი მთავრობის ნაცვლად საქმიანობას პარლამენტში განაგრძობს, ის სავარაუდოდ, პირველი ვიცე-სპიკერის პოსტს დაიკავებს.

რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს.

მეათე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეს სულ ხუთი მოადგილე ეყოლება, რომელთა კანდიდატურებსაც როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია დაასახელებს.

"1TV.GE"