კარასინთან ონლაინ შეხვედრაზე 20-21 ივნისის მოვლენებზე საუბარი არ ყოფილა - აბაშიძე
კარასინთან ონლაინ შეხვედრაზე 20-21 ივნისის მოვლენებზე საუბარი არ ყოფილა - აბაშიძე

A+ A-

14:43 28/11/2020

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ უარყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მასსა და გრიგორი კარასინს შორის ონლაინ ფორმატში ჩატარებულ შეხვედრაზე საუბარი იყო 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებზე. აბაშიძის განცხადებით, მხარეებმა ფრენების აღდგენის პირობებზე იმსჯელეს.

„არანაირი „გავრილოვის ღამე“ იქ განხილული არ ყოფილა. რუსულმა მხარემ გამოთქვა მოსაზრება, რომ საქართველოში რუსი ვიზიტორების ჩამოსასვლელად შესაბამისი პირობების შექმნის შემდეგ, იქნება უსაფრთხოების გარანტიები და შეწყდება „რუსოფობიური გამოხტომები“, შესაძლებელი იქნება ფრენების აღდგენის საკითხის განხილვა. ჩვენი პასუხი შემდეგი იყო - ფრენების აღსადგენად ნამდვილად შესაბამიდი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა საჭირო, მაგრამ რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს რუსი ვიზიტორებისთვის, არანაირი რუსოფობია რუსი ტურისტების მიმართ არ ყოფილა და ვერც ერთ მაგალითს ვერ დაასახელებთ. ეს არის ხელოვნურად შექმნილი პრობლემა და თუ რუსეთს ექნება პოლიტიკური ნება და მზაობა ავიამიმოსვლის აღსადგენად, ამ საკითხის განხილვა შესაბამის ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში“, - განაცხადა აბაშიძემ.

27 ნოემბერს, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა.

"imedi news"