ახალი არჩევნები თუ არ დაინიშნება, პოლიტიკიდან ჟურნალისტიკაში დავბრუნდები - ინაშვილი

A+ A-

15:46 25/11/2020

ახალი საპარლამენტო არჩევნები თუ არ დაინიშნება, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას ჟურნალისტიკის სფეროდან განაგრძობს. 

როგორც ინაშვილმა განმარტა, იგი პოლიტიკაში სწორედ ჟურნალისტიკიდან მოვიდა შესაბამისად, ბრძოლასაც ამ ფლანგიდან განაგრძობს. 

"თუ მკაფიო შეთანხმება არ შედგება, სადაც მკაფიოდვე ჩაიწერება, რომ ახალი არჩევნები ინიშნება, მე პარლამენტში შევედი ქუჩიდან, ქუჩის საპროტესტო აქციები, ძალიან დიდი ბრძოლა, როგორც ჟურნალისტმა, თქვენმა კოლეგამ, გავიარე და ისევ აღმოვჩნდები თქვენ რიგებში და იქიდან დავიწყებ ბრძოლას სისტემის წინააღმდეგ", - თქვა ირმა ინაშვილმა.