"პატრიოტთა ალიანსი" სინდისიდან გამომდინარე იმოქმედებს - ინაშვილი პარლამენტში შესვლაზე
"პატრიოტთა ალიანსი" სინდისიდან გამომდინარე იმოქმედებს - ინაშვილი პარლამენტში შესვლაზე

A+ A-

14:53 25/11/2020

ხელისუფლების მხრიდან, ახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე მკაფიო და სერიოზული შემოთავაზება არ ყოფილა. ამის შესახებ "პატრიოტთ ალიანსის" ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ სინდისიდან გამომდინარე მოქმედებს და ზეგავლენას არავითარ შემთხვევაში არ დაექვემდებარება.

„ჯერ აყალბებენ არჩევნებს და მერე იწყება „დუბინკები“. ეს რომ არ მოხდეს, მე ვმოქმედებ ჩემი შინაგანი სინდისიდან გამომდინარე. არავითარ შემთხვევაში არ დავექვემდებარები არავითარ ზეგავლენას, კობახიძე-მდინარაძის სოციალურ ქსელში დაქირავებულ კოორდინატორებს, რომლებიც ათას სისაძაგლეს წერენ -“შედით პარლამენტში“ და ასე შემდეგ. ვიმოქმედებთ ჩვენი სინდისიდან და ჩვენი პრინციპებიდან გამომდინარე. არავითარი მკაფიო და სერიოზული შემოთავაზება, რაც ახალი არჩევნების დანიშვნას უკავშირდება, არ ყოფილა. სხვა დეტალებზე მათ ნაცვლად არ ვისაუბრებ, კორექტული არ იქნება“, - განაცხადა ინაშვილმა.

ცნობისთვის, ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. საერთაშორისო პარტნიორები მოუწოდებენ ოპოზიციას, რომ საკანონმდებლო ორგანოში შევიდნენ და საქმიანობა პარლამენტის ტრიბუნიდან განაგრძონ.

ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩების ფასილიტატორობით,  უკვე მხარეებს შორის მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა.  იგეგმება მესამე რაუნდის გამართვაც, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია როდის გაიმართება მორიგი შეხვედრა.

.