12:00 საათის მონაცემებით, არჩევნებზე 177 462 ამომრჩეველი მივიდა - ცესკო
12:00 საათის მონაცემებით, არჩევნებზე 177 462 ამომრჩეველი მივიდა - ცესკო

A+ A-

13:09 21/11/2020

12:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ქვეყნის მასშტაბით 177 462 ამომრჩეველი მივიდა, - ამის შესახებ დღეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის უკვე ხმა მისცა ამომრჩეველთა 8.29%-მა.

ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა იმერეთში, 21-ე მაჟორიტარულ ოლქში - 11.4%, ხოლო ყველაზე დაბალი საბურთალოს ოლქში - 6.2%.

„მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია გუდაურის ერთ უბანთან დაკავშირებით, რომელიც დაგვიანებით გაიხსნა. ამ უბანზე მიმდინარეობს კენჭისყრა, ამ უბანზე 205 ამომრჩეველია. რაც შეეხება გუდაურის ერთ სპეცუბანზე, გადასატანი ყუთი უკვე ემსახურება ამომრჩევლებს“, - განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ცნობისთვის, დღეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, რომელშიც ოპოზიცია არ მონაწილეობს და ბოიკოტს უცხადებს.