რუსთავში საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა
რუსთავში საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვი გარდაიცვალა

A+ A-

15:15 19/11/2020

რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულიდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც ცნობილია, აღნიშნულის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

შეგახსენებთ, დღეს რუსთავის მე-19 მიკრორაიონში მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.