აშშ-თან თანამშრომლობა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით, არის უაღრესად მნიშვნელოვანი - დავით ზალკალიანი
აშშ-თან თანამშრომლობა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით, არის უაღრესად მნიშვნელოვანი - დავით ზალკალიანი

A+ A-

19:23 17/11/2020

შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აეროპორტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელმწიფო მდივანს თავად დახვდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც პომპეოს თვითმფრინავი ცოტა ხანში დაეშვება.

მინისტრის თქმით, შეხვედრის წინ ყველა საკითხზე ვერ ისაუბრებს, მაგრამ ქვეყნის თავდაცვა და უსაფრთხოება იქნება ერთ-ერთი ძრითადი თემა, რომელსაც სახელმწიფო მდივანთან ქართული მხარე განიხილავს. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნის ჩრდიოლოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება სწრაფად მოხდეს.

„შეერთებული შტატების როლი ჩრდილო ატლანტიკური კუთხით ფასდაუდებელია. ამერიკის ლიდერომა ამ მომენტში არის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი. საქართველო არის დღეს ერთ-ერთი ლიდერი ასპირანტი ქვეყანა, რომელსაც აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი საბოლოო მიზნისთვის, ეს საბოლოო მიზანი კი წევრობაა.

ყველა ვთანხმდებით, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მისაღები საქართველოს გაწევრანებისთვის, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ის პრაქტიკული ინსტრიმუნტები, იგივე ყოველწლიური პროგრამა არის თავსებადი საქართველოს ნატოში შესვლის სამოქმედო გეგმისა.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პროცესი სწრაფად მოვიდეს ჩვენთვის. მოლაპარაკების წინ, ღიად მე ყველა თემაზე ვერ ვისაუბრებ, ყველაფერზე მკაფიო განცხადება გავაკეთე და ვთქვი, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოში თურქეთიდან ჩამოდის. პომპეო ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია მეორესთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან. საქართველოდან პომპეო ისრაელში გაემგზავრება.