რატომ გაითიშა საზოგადოებრივი მაუწყებელი გადამწყვეტი არჩევნების დღეს?
რატომ გაითიშა საზოგადოებრივი მაუწყებელი გადამწყვეტი არჩევნების დღეს?

A+ A-

18:45 31/10/2020

საქართველოს პირველი არხის მაუწყებლობის გათიშვის მიზეზებს ამ დროისათვის სპეციალისტები სწავლობენ. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა „2020NEWS“-თან საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, არჩევნების დღეს არხის გათიშვა მიზანმიმართულია თუ ტექნიკური ხასიათისაა, ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ამ დროისათვის დაზუსტებით რაიმე თქმა არ შეუძლია.

„დაზიანდა ცენტრალური სერვერეი მიმდინარეობს სარეზერვო სისტემაზე გადასვლა. თუ რამ გამოიწვია გათიშვა ამ დროისათვის ხდება ვითარებაში გარკვევა“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ საქართველოს პირველი არხის სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც მაუწყებლობა გაითიშა.