ფიზიკური დაპირისპირება გლდანში - არიან დაკავებულები

ცოტა ხნის წინ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა გლდანში. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან კობიაშვილისა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, ნიკა მელიას მხარდამჭერებს შორის ფიზიკურ შეხლა- შემოხლას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღვოდა. შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებსაც. არსებული ინფორმაციით, არიან დაკავებულები.
დაკავებულია "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ირაკლი ეძგვერაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. 15:00 საათისთვის, არჩევნებში 1 279 947 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.