საბერძნეთის ქალაქ სალონიკსა და აზერბაიჯანში საარჩევნო უბნები არ იხსნება - დავით ზალკალიანი
საბერძნეთის ქალაქ სალონიკსა და აზერბაიჯანში საარჩევნო უბნები არ იხსნება - დავით ზალკალიანი

A+ A-

11:53 31/10/2020

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, საბერძნეთის ქალაქ სალონიკსა და აზერბაიჯანში საარჩევნო უბნები არ გაიხსნა.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, სალოკინში უბნის გახსნა ვერ მოხერხდა, რადგან ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით რთული მდგომარეობაა.
რაც შეეხება აზერბაიჯანს, ზალკალიანის თქმით, საომარი ვითარების გამო, ვერ მოხდა საარჩევნო უბნის გახსნა.

"საბერძნეთის ქალაქი სალონიკი პანდემიის გამო წითელ ზონადაა გამოცხადებული, ამიტომ საარჩევნო უბანი ვერ გაიხსნა. ათენში ჩვეულებრივად შეუძლიათ ხმის მიცემა ქართველ ემიგრანტებს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, საომარი მოქმედებების გამო, ვერ გავხსენით საარჩევნო უბანი", - განაცხადა ზალკალიანმა.

ცნობისთვის, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. საპარლამენტო არჩევნები ახალი საარჩევნო სისტემით – 120/30-ზე პირველად ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 120 დეპუტატის პროპორციული სისტემით არჩევა მოხდება, 30 დეპუტატის კი მაჟორიტარული სისტემით.