თურქეთში 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ მასშტაბური ნგრევა გამოიწვია
თურქეთში 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ მასშტაბური ნგრევა გამოიწვია

A+ A-

19:03 30/10/2020

თურქეთში 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია, ქვეყნის კატასტროფების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

სტიქიის შედეგად, ყველაზე მეტად დაზარალებულია თურქეთის იზმირის რეგიონი, სადაც მიწისძვრის შედეგად 20 შენობა ჩამონგრა, ნანგრევებიდან კი 70-მდე ადამიანი გამოიყვანეს.

როგორც თურქული მედია წერს, ძლიერი მიწისძვრის შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, 152 ადამიანი კი დაშავდა.

რეგიონში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. სტიქიამ მცირე ზომის ზარალი გამოიწვია თურქეთის დასავლეთის სხვა პროვინციებში: უსაკში, დენიზლიში, მანისაში, ბალიკესირის, აიდინის და მუღლას რეგიონებში.