გიორგი კვირკაშვილი – საქართველო საერთაშორისო ავიაინდუსტრიის რუკაზე საკუთარ ადგილს იკავებს და რეგიონში დარგის ლიდერი ხდება
გიორგი კვირკაშვილი – საქართველო საერთაშორისო ავიაინდუსტრიის რუკაზე საკუთარ ადგილს იკავებს და რეგიონში დარგის ლიდერი ხდება

A+ A-

15:34 16/10/2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანის, ATC-ის გახსნაზე იმყოფებოდა.

მისი თქმით, საქართველო საერთაშორისო ავიაინდუსტრიის რუკაზე საკუთარ ადგილს იკავებს და რეგიონში ამ დარგის ლიდერი ხდება.

„ჩვენ წელს ვზეიმობთ საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს, თანამედროვე საქართველოს 100 წლის იუბილეს. ასევე, ისრაელი ზეიმობს თანამედროვე ისრაელის 70 წლის იუბილეს და ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენ გვაქვს ასეთი საზეიმო დღე. ჩვენი, ორი მოძმე ქვეყნის სიხარული გაერთიანდა ამ ულამაზეს პროექტში და ეს არის საქართველოში ავიაინდუსტრიის დარგის გაცოცხლების დღე. საქართველო საერთაშორისო ავიაინდუსტრიის რუკაზე საკუთარ ადგილს იკავებს და რეგიონში ამ დარგის ლიდერი ხდება. დღეს საქართველოში იხსნება სამხრეთ კავკასიაში პირველი მაღალტექნოლოგიური ქარხანა ATC, რომელიც თვითმფრინავის კომპოზიტურ ნაწილებს გამოუშვებს. ეს გახლავთ საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის კომპანია Elbit Systems Cyclone-ის ერთობლივი პროექტი, რომლის ჯამური ინვესტიცია 93 მილიონი დოლარია” – აღნიშნა კვირიკაშვილმა.