ნიკა გვარამია ზვიად გამსახურდიას ახსენებს და სტუდიაში პუტჩისტთა მეზარბაზნე დევი ჭანკოტაძე უზის - გიორგი გამსახურდია
ნიკა გვარამია ზვიად გამსახურდიას ახსენებს და სტუდიაში პუტჩისტთა მეზარბაზნე დევი ჭანკოტაძე უზის - გიორგი გამსახურდია

A+ A-

15:34 26/10/2020

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ერთგულ მომხრეთა ამაზრზენ დანაშაულთან დაკავშირება არის ამორალური საქციელი. ამის შესახებ გარდაცვლილი პრეზიდენტის ვაჟი გიორგი გამსახურდია მიკრობლოგ "ტვიტერში" წერს. 

„მამაჩემის ერთგულ მომხრეთა ამაზრზენ დანაშაულთან რამენაირად დაკავშირება არის მორიგი ამორალური საქციელი ამ ინფორმაციების გამავრცელებელთა მხრიდან. ზვიადის სახელს ახსენებს გვარამია და პუტჩისტთა მეზარბაზნე დევი უმშვენებს სტუდიაში გვერდს.

სრული მხარდაჭერა მამაჩემის თანამებრძოლებს“, - წერს ოირველი პრეზიდენტის ვაჟი. 

ამასთანავე, გამსახურდია ავრცელებს მეორე პოსტს სადაც საუბარია, რომ მისი სამეგრელოში ყოფნა "ვიღაცეებს ყელში აქვს გაჩხერილი" თუმცა გამსახურდია "სისხლიან პუტჩისტებს" თავიანთი საქმეების მიხედვისკენ მოუწოდებს. 

“ჩამოვდიოდი და მომავალშიც ჩამოვალ სამეგრელოში, ახლა რომ გაახსენდათ სამეგრელო ვიღაცეებს…ბევრს აქვს გაჩხერილი ყელში ჩემი სამეგრელოში ყოფნა ვატყობ.

არავის ვუთანხმებ მე, გ. გამსახურდია, სამეგრელოში როდის ვიქნები და რას გავაკეთებ. სისხლიანი პუტჩისტებით სავსე სიას მიხედონ ურჩევნიათ მავანთ”, - წერს გამსახურდია.

ცნობისთვის, ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ძარცვაში ეჭვმიტანილ ბადრი ესებუას ძებნის ოპერაციაში პირველი პრეზიდენტის ვაჟი გიორგი გამსახურდიაც არის ჩართული.