ევროპაში მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების განთავსებაზე მორატორიუმი გამოცხადდეს - პუტინის შეთავაზება ნატოს
ევროპაში მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების განთავსებაზე მორატორიუმი გამოცხადდეს - პუტინის შეთავაზება ნატოს

A+ A-

16:55 26/10/2020

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩრდილო ატლანტიკურ ალიანს სთავაზობს, ევროპაში მცირე და საშუალო სიშორის რაკეტების განთავსებაზე მორატორიუმი გამოცხადდეს. ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

ინფორმაციის მიხედვით, „საშუალო და მცირე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლა „სერიოზული შეცდომა“ იყო. ამავე დროს მოსკოვში ამბობენ, რომ რუსეთსა და ნატო-ს შორის დაძაბულობა კვლავ შენარჩუნებულია.

„ამ კონტექსტში ჩვენ ვადასტურებთ, რომ მხარს ვუჭერთ მცირე და საშუალო მანძილზე მფრენი რაკეტების განთავსებაზე მორატორიუმის გამოცხადებას. ამასთან მიგვაჩნია, რომ აქტუალობა არ დაუკარგავს ჩვენს მოწოდებას ნატო-ს ქვეყნების მიმართ, რომ მათაც შემხვედრი ნაბიჯი გადადგან“, – ნათქვამია კრემლის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რუსეთსა და აშშს შორის მოქმედი საშუალო და მცირე მანძილზე მფრენი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმება 2019 წლის 2 აგვიტოს შეწყდა.