ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტს კორონავირუსი დაუდასტურდა
ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტს კორონავირუსი დაუდასტურდა

A+ A-

14:54 26/10/2020

ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტ სტეფანეს კორონავირუსი დაუდგინდა.  ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი მამა ანდრია ჯაღმაიძეც ადასტურებს.

მისივე თქმით, სასულიერო პირთან კორონავირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ მიტროპოლიტი სტეფანე ერთ-ერთი იმ მეუფეთაგანი იყო, რომელიც აცხადებდა, რომ ზიარების წესთან დაკავშირებით ახალი გარემოება არასდროს იქნებოდა.

ამ ეტაპზე უცნობია თუსაიდან მოხდა მიტროპოლიტ სტეფანეს კოვიდინფიცირება.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 ადამიანი.