ხაბარელი ხან "ნაცებში" იყო ხან "ქოცებში" - პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ხაბარელი ხან "ნაცებში" იყო ხან "ქოცებში" - პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

A+ A-

14:42 26/10/2020

დაპირისპირება საკანონმდებლო ორგანოშიპარლამენტის წევრები ლევან გოგიჩაიშვილი და შოთა ხაბარელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

როგორც ცნობილია, დეპუტატებს შორის დაპირისპირება ბიუროს სხდომაზე დაიწყო, რომელიც ბიუროს სხდომის დარბაზის გარეთაც გაგრძელდა. სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილი განცხადებებს აკეთებდა იმის თაობაზე, თუ რა ვითარებაა შექმნილი არჩევნების ჩატარებაზე პანდემიის მიმართულებით. მან ასევე ისაუბრა ძალოვანი უწყებების მუშაობასთან დაკავშირებით. მის გამოსვლას შოთა ხაბარელმა სამარცხვინო უწოდა.

აღნიშნული ფაქტის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან განმარტებები გოგიჩაიშვილმა გააკეთა და თქვა, რომ ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.

„როცა ადამიანს ეუბნები, მურუსიძის მხარდამჭერი ხარ პარლამენტში, უშიშროება ჩართეთ, არჩევნებშიო და ამის არგუმენტებს ეუბნები, რეაქცია ეს იქნება. ხაბარელი ხან „ნაცებში“ იყო, ხან „ოცნებაში“. ამ ადამიანებმა შეჭამეს ქართული სპორტი. ხაბარელით უნდათ, შეგვაშინონ. ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა მისი მხრიდან, მაგრამ აგრესიის მეტი ვერაფერი ვერ შეიძინა“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.