დაუსვით კითხვები ბრეჟნევს ივანიშვილზე - კალაძე
დაუსვით კითხვები ბრეჟნევს ივანიშვილზე - კალაძე

A+ A-

13:49 26/10/2020

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, კახა კალაძის განცხადებით, ტელეკომპანია "მთავარი არხის" ინტერვიუს "ქართუ ჯგუფის" ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან, ელდარ გოგოლაძესთან "ექშენი" აკლდა.

„არ იყო ეფექტური და მინდა, ეს ინტერვიუ დაგიწუნოთ, „ექშენი“ აკლდა. მესმის, 17 წლის წინანდელი კადრია, მე უფრო დიდ საიდუმლოს გაგიმხელთ - ბიძინა ივანიშვილი, როდესაც 7-8 წლის იყო, ზუსტად არ მახსოვს და არ მინდა შემეშალოს, ფარული შეხვედრა ჰქონდა ბრეჟნევთან. თურმე, მაშინ გადაწყდა ბიძინა ივანიშვილის მოსვლა პოლიტიკაში. შეგიძლიათ, ლეონიდ ბრეჟნევს დაუსვათ კითხვა“, - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, „ქართუ ჯგუფის“ ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან და ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ელდარ გოგოლაძესთან სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა, სადაც საბჭოთა უშიშროების პოლკოვნიკი გოგოლაძე ყოფილ უფროსს ღიად უპირისპირდება.