31 ოქტომბერს საარჩევნო უბნები უფრო უსაფრთხო იქნება, ვიდრე მაღაზია ან საზოგადოებრივი ტრანსპორტი - კობახიძე
31 ოქტომბერს საარჩევნო უბნები უფრო უსაფრთხო იქნება, ვიდრე მაღაზია ან საზოგადოებრივი ტრანსპორტი - კობახიძე

A+ A-

12:48 26/10/2020

31 ოქტომბერს საარჩევნო უბნები უფრო უსაფრთხო იქნება, ვიდრე მაღაზია ან საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ 73-ვე ადგილობრივი შტაბი სრულად არის მობილიზებული.

„კიდევ ერთხელ მადლობა გვინდა გადავუხადოთ საარჩევნო ადმინისტრაციას საარჩევნო უბნების სრული კოვიდუსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. 31 ოქტომბერს საარჩევნო უბანი იქნება ბევრად უფრო უსაფრთხო სივრცე, ვიდრე მაღაზიები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სხვა. შესაბამისად, ყველა პირობა არის შექმნილი იმისთვის, რომ არჩევნებზე ამომრჩევლის მაღალი აქტივობა დაფიქსირდეს. ღრმად გვწამს, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ დაუბრუნდეს მძიმე წარსულს და განაგრძოს წინსვლა და განვითარება სახელმწიფო აღმშენებლობის ყველა მიმართულოებით. „ქართული ოცნების“ 73-ვე ადგილობრივი შტაბი სრულად არის მობილიზებული იმისთვის, რომ ამომრჩეველს მიეცეს თავისი არჩევნის თავისუფალ გარემოში გამოხატვის შესაძლებლობა და 31 ოქტომბერს ვიზეიმოთ დამაჯერებელი გამარჯვება,“- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.