აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის 13 სოფელი გაათავისუფლა - ილჰამ ალიევი
აზერბაიჯანის არმიამ მთიანი ყარაბაღის 13 სოფელი გაათავისუფლა - ილჰამ ალიევი

A+ A-

18:28 23/10/2020

აზერბაიჯანის არმიამ არაღიარებული მთიანი ყაბარაღის ხოჯავენდის, ჯაბრაილის, ზანგილანის და გუბადლის რაიონებში 13 სოფელი გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ავრცელებს. 

ალიევი წერს, რომ აზერბაიჯანის არმიამ ხოჯავენდის რაიონში ორი, ჯაბრაილის რაიონში ხუთი, ზანგილანის რაიონში ორი, ხოლო გუბადლის რაიონში ოთხი სოფელი გაათავისუფლა.