თბილისში ფატუნა ბუშიჰედის მაღაზია-მუზეუმი იხსნება
თბილისში ფატუნა ბუშიჰედის მაღაზია-მუზეუმი იხსნება

A+ A-

17:14 22/10/2020

დიზაინერი ფატუნა ბუშიჰედი თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში მაღაზიას ხსნის, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება უფრო ახლოს გაიცნოს ფატუნას შემოქმედება.

როგორც დიზაინერი აცხადებს, ამ ეტაპზე მაღაზიის ინტერიერზე მუშაობს, რომელიც მუზეუმის სტილში იქნება გადაწყვეტილი

„მაღაზია იქნება ჩემს ძველ და ულამაზეს უბანში, კარგარეთელის ქუჩაზე, _ მუსიკის, ხელოვნებისა და თეატრის მუზეუმსა და კინო აპოლოს შორის. ეს გახლავთ ადგილი, სადაც გავიზარდე. ყოველ კვირას მექნება ჩემი ძველი კოლექციიდან კაბების გამოფენა, _ ეს არის ხელოვნება, რომელიც ხელშეუხებელია, ხოლო მეორე ხაზი იქნება, ძირითადად, მომხმარებელზე ორიენტირებული და გაყიდვადი“, –  აცხადებს ბუშიჰედი.

წყარო:  FashionTime