ვაქცინა არ შეიქმნება! - "კოვიდ-19" საქართველოში 3 მილიონნახევარ ადამიანს დაასნეულებს! - ჯანდაცვა ვერ გაუძლებს!
ვაქცინა არ შეიქმნება! - "კოვიდ-19" საქართველოში 3 მილიონნახევარ ადამიანს დაასნეულებს! - ჯანდაცვა ვერ გაუძლებს!

A+ A-

14:25 23/10/2020

კორონავირუსის ვაქცინა არ შეიქმნება! "კოვიდ-19" საქართველოში  3 მილიონნახევარ ადამიანს დაასნეულებს. ამის შესახებ "2020NEWS"-თან საუბრისას საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა, ლადო კახაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო არ ჩაიკეტება, რადგან არსებობს გამოცდილება, რისი მეშვეობითაც მართული იქნება კორონავირუსით შექმნილი სიტუაცია.

"საქართველო არ ჩაიკეტება! ჩვენ უკვე გარკვეული გამოცდილება გავიარეთ "ლოდაუნის" პერიოდში, ამიტომაც ვისწავლეთ ვირუსის მართვა და საჭიროებას არ წარმოადგენს ქვეყნის ჩაკეტვა.

საქართველოს ხელისუფლება ისე მართავს "კოვიდ-19-ს, როგორც მთელი მსოფლიო. ჩვენ არავიზე მეტი ან ნაკლები არ ვართ. დედამიწა არის პანდემიაში, შესაბამისად საქართველოც“, - ამბობს კახაძე სააგენტოსთან საუბრისას.

მისი თქმით, საქართველოს 3 მილიონნახევარი საწოლის საშუალება არ აქვს, ამიტომაც თითოეულმა ადამიანმა უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა.

"კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ შეიქმნება! უნდა შევეგუოთ ამას. საქართველოში 3 მილიონნახევარ ადამიანს დაასნეულებს ვირუსი. საქართველოს 3 მილიონ ნახევარი საწოლის საშუალება არ აქვს, ისევე როგორც მსოფლიოს 8 მილიარდის.

ამიტომაც თითოეულმა ადამიანმა თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავზე და დაიცვან "ჯანმოს“ მიერ გაცემული რეკომენდაციები!

ის გამოწვევები, რომელიც დედამიწას ვირუსმა მოუწყო, ღირსეულად უნდა იქნეს დამარცხებული", - განაცხადა კახაძემ.

შეგახსენებთ, დღეს, საქართვე;ლოში კორონავირუსმა  ანტირეკორდი კვლავ მოხსნა და 1759 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ხატია მამულია